საკვლევი თემა: სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ვიზიტი სწავლის ხარისხის ასამაღლებლად
საკვლევი თემა:
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ვიზიტი სწავლის ხარისხის ასამაღლებლად
სტატია სკოლის საჭიროებებზე
კვლევის შესახებ
სკოლა: თელავის N2 საჯარო
მასწავლებლები:
მანანა ბერიშვილი, თამარ მათურელი
კვლევის პერიოდი:
2024 წლის 20 იანვრიდან 2024
წლის 5 ივნისამდე
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა _ manana.berishvili@gmail.com
კვლევის ჩატარებამდე
განვსაზღვრეთ, რომ უნდა დაგვეწერა სტატია და არა ანგარიში, რომელიც მოკლედ
გამოხატავდა კვლევის არსს.
შესავალი, პრობლემის შერჩევა
კვლევა ძირითადად მოიცავს სკოლაში არსებული პრობლემის შესწავლის,
ცვლილების დაგეგმვა-განხორციელების, შეფასების ეტაპებს.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ყველაზე
დიდი ხელისშემშლელია სწავლა-სწავლების პროცესში, არის არაფორმალური განათლების აქტივობების
(კერძოდ, სხვადასხვა საგანმათლებლო დაწესებულებებთან ვიზიტების) ნაკლებად გამოყენება ფორმალურ განათლებასთან კავშირში (სკოლის მიღმა მოსწავლეთა ჩართულობა).
სასწავლო საჭიროება კი გამოიკვეთა
ყველაზე მეტად სწავლების ხარისხის ამაღლების შემაფერხებელ ფაქტორებზე,
დღეის მდგომარეობით მხოლოდ ფორმალური
განათლება, სამწუხაროდ, ვერ ასწავლის და ვერ გაიყვანს მოსწავლეს სწავლის მაღალ ხარისხზე.
არაფორმალური განათლების მიღება ხდება ნებისმიერი
ფორმით: ექსკურსიებით, სხვადასხვა საგანმათლებლო ორგანიზაციებში ვიზიტებით, საწრეო
მუშაობით, პროექტებით ... და იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაციის, გუნდურობის,
ლიდერობის, შემოქმედებითად აზროვნების უნარები და სხვა, სადაც მოსწავლე უფრო აქტიური,
გაბედული და თავისუფალია.
აღნიშნული უნარები ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას
და მის რეალიზაციას.
ლიტერატურა, რომელიც შეეხება სწავლის
ხარისხის ამაღლებას არაფორმალური განათლების სახით, კერძოდ, სხვადასხვა საგანმანათლებლო
ორგანიზაციებში ვიზიტსა და თანამშრომლობაზე, სათანადოდ მოიპოვება.
მისი განხილვის შედეგად მკაფიოდ ჩამოგვიყალიბდა
მოსაზრება სწავლის ხარისხის ამაღლების შესახებ. მასზე ზრუნვა ერთერთი აუცილებელი ფაქტორია, რომლითაც
შეგვიძლია იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც გვიყენებს ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნები (ზგემ) და ეროვნული
სასწავლო გეგმა (ესგ).
ჩვენს შემთხვევაში , ხელოვნების და
ინგლისურის შესწავლის დროს, სწავლის
ხარისხის ეფექტიანობის ნაკლებობას განაპირობებს:
*მოსწავლეთა მხრიდან ხელოვნების
საგნისადმი ნაკლები
ინტერესი და ნაკლები ჩართულობა;
*მოსწავლეები ვერ ხედავენ
ესთეტიკური დისციპლინების სწავლის სარგებელს თავიანთი მომავლისათვის.
* მოსწავლეთა
მხრიდან უცხო ენებისადმი ნაკლები ინტერესი და ნაკლები ჩართულობა;
* მოსწავლეებს
აქვთ შეცდომების დაშვების შიში, ესმით, მაგრამ ვერ მეტყველებენ.
პრობლემის შესწავლა და შერჩევა დავიწყეთ იმით, რომ დავგეგმეთ და
ჩავატარეთ ჩვენი სკოლის მასწავლებლების ჯერ ზეპირი საუბარი და შემდეგ კი წერილობითი გამოკითხვა , საიდანაც გავიგეთ, თუ
რამდენმა მასწავლებელმა განახორციელა სხვადასხვა საგანმათლებლო ორგანიზაციებში
ვიზიტი მოტივაციისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით ბოლო 5 წელიწადში.
აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ნაკლები ჩართულობა იყო- იშვიათად თუ ხორციელდებოდა
ვიზიტები. ნაწილობრივ მიზეზად დასახელდა მოსწავლეების
არც თუ ისე დადებითი განწყობა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ვიზიტებთან დაკავშირებით , რადგან მოსწავლეები ამბობდენ რომ
მათ არ სცალიათ , არ აქვთ დრო წასასვლელად ან იგივე შესასწავლი მასალა სახელმძღვანელოშიც წერია.
.
ჩვენს მოსწავლეებს კი მოცემულ საგნებში (ხელოვნება/ინგლისური),
ხშირად ჰქონიათ შეკითხვები , თუ როგორ კეთდება ესა თუ ის ნივთი, როგორია და რას ითვალისწინებს საგამოფენო სივრცე, სად შეიძლება
გააკეთონ თავიანთი ნამუშევრების პოპულარიზაცია,
ან სად შეიძლება უფრო თავისუფლად იმეტყველონ ინგლისურ ენაზე, სად წავიდეთ და რა მიზნით
კოლეჯში, მუზეუმში, ამერიკის კუთხეში. ამიტომაც გადავწყვიტეთ განგვეხოციელებინა კვლევა
მოსწავლეთა მონაწილეობით და დავკვირვებოდით მათი მოტივაციის და
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლო ცვლილებების
პროცესებს.
კვლევის მიზანი:
ესგ-ის
გეგმის მიხედვით სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათი შემეცნებითი და
შემოქმედებითი უნარების გააქტიურებას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და
ორგანიზებას. უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
მასწავლებლის
მიზანს კი წარმოადგენს მაღალი აკადემიური მოსწრების და დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ყველა მოსწავლის თანაბარი ინტერესით ჩართვა, რათა ყველა მოსწავლე ერთნაირად ჩაერთოს და შედეგზე გავიდეს.
აქედან გამომდინარე, კვლევის მიზნად
დავისახეთ:
·
დაგვედგინა
მოსწავლეთა სწავლების ხარისხის
შემაფერხებელი ფაქტორები;
·
მოსწავლეთა
ჩართულობის გაუმჯობესება არაფორმალური სწავლების აქტივობის გამოყენებით სწავლის ხარისხის ასამაღლებლად;(ცოდნათა
ურთიერთდაკავშირება)
·
დაგვეგეგმა
ინტერვენციები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პრობლემის მნიშვნელოვანწილად მოგვარებაში,
განგვეხორციელებინა და მიღწეული შედეგები შეგვეფასებინა;
·
შეგვემუშავებინა
რეკომენდაციები.
საკვლევი
კითხვები:
კვლევის დაწყებისას
და მიმდინარეობისას საკვლევი კითხვები ერთ-ერთი კარგი ორგანიზატორია იმისთვის, რომ
არ დაკარგო კვლევის ორიენტირები.
·
რა ფაქტორები
აფერხებს სკოლაში ჩართულობასა და სწავლის ხარისხის ამაღლებას?
·
მასწავლებელთან დაკავშირებული რომელი ფაქტორები აფერხებს
მოსწავლეთა სწავლების ხარისხის ამაღლებას?
·
რა გავლენას ახდენს არაფორმალური სწავლების სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეებზე კერძოდ, ვიზიტები სხვადასხვა დაწესებულელებში?
·
ხდება თუ არა ცოდნათა ურთიერთდაკავშირება
და ორგანიზება?
·
თანამშრომლობენ თუ არა მშობლები სკოლასთან?
·
როგორ შეიძლება გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
·
ჩვენ მიერ გამოყენებული
მიდგომები როგორ მოქმედებს მოსწავლეთა შედეგზე?
ლიტერატურის
მიმოხილვა
საკვლევი საკითხის გამოკვეთისთანავე დავიწყეთ იმ ლიტერატურის
გაცნობა, რომელიც კვლევის წარმოებაში დაგვეხმარებოდა. მასწავლებელმა ფორმალურ განათლებასთან
ერთად უნდა დაგეგმოს ისეთი სახის აქტივობები,
რომლებიც დაეხმარება სწავლის ხარისხის ამაღლებაში - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
თემებსა და მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით.
მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმის
ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები
1. ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ
ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:
ა) სწავლა-სწავლება
ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია
ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე.
ბ) სწავლა-სწავლება
ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი.
გ) სწავლა-სწავლება
ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და
ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.
დ) სწავლა-სწავლება
უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის
პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ
ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად,
გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება
მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი
ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს
მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში.
ე) სწავლა-სწავლება
უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
ამერიკელ
ფილოსოფოსს ჯონ დიუის მიაჩნდა, რომ ბავშვები ადვილად სწავლობენ კეთებით და როდესაც
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ განათლების მნიშვნელობას.
სწავლის ხარისხის პრობლემებზე გამოყენებული მაქვს ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევართა გამოცდილება.
განათლებისა და მეცნიერების
ერთიანი სტრატეგია 2017-2021 აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი
წინსვლისა,
სწავლების
ხარისხი და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები კვლავ გამოწვევად რჩება. საერთაშორისო
შეფასებების მიხედვით, ქართველი მოსწავლეები საშუალო მაჩვენებლებით
კვლავაც ჩამორჩებიან საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელს. 2015 წლის
PISA-ის
საერთაშორისო შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხული 15 წლის
მოზარდების 50%-ზე
მეტი ვერ აკმაყოფილებს მოსწრების ელემენტარულ დონეს წიგნიერებაში. ამასთანავე, საყურადღებოა
მოსწავლეთა შორის აკადემიური
მიღწევების მნიშვნელოვანი განსხვავება და ჩამორჩენა ქვეყნის შიგნით სხვადასხვა
სოციალურ-ეკონომიკურ
ფენებს,
ასევე
ქალაქისა და სოფლის, ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს
შორის.
მეთოდოლოგია
კვლევის წარმატებით დასრულებისთვის
აუცილებელია სწორად შერჩეული მეთოდოლოგია.
ამიტომ კვლევის დროს გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები და გამოვკვეთეთ მათი
მიზნები:
ü გასაუბრება პედაგოგებთან - მიზანი იყო მასწავლებლების
დამოკიდებულების/განწყობის
გარკვევა სკოლის საჭიროების საკვლევ
საკითხთან
დაკავშირებით, ეს დაგვეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და
კითხვარის
მომზადებაში.
ü პედაგოგების გამოკითხვა კითხვარის გამოყენებით - მიზანი იყო დაგვედგინა მასწავლებელთან დაკავშირებული ფაქტორები და მათი ზეგავლენა მოსწავლის
მიღწევებზე;
ü მოსწავლეების მასობრივი ონლაინ-გამოკითხვა - მიზანი იყო დაგვედგინა მოსწავლის ხარისხიან
სწავლებასთან დაკავშირებული ფაქტორები და მათი ზეგავლენა მიღწევებზე;
ü მშობლების ონლაინ-გამოკითხვა - მიზანი იყო დამედგინა მოსწავლის
ოჯახთან
დაკავშირებული ფაქტორები და მათი ზეგავლენა მოსწავლის
მიღწევებზე;
ü ფოკუს-ჯგუფი მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და
მშობლებთან გამოვიყენეთ ამომწურავი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და
კვლევის შედეგების სწორად
გაანალიზებისათვის
ü ჩაღრმავებული ინტერვიუ
პედაგოგებთან - სანდოობის გაზრდის მიზნით
და ამომწურავი ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
ü ჩაღრმავებული ინტერვიუ
სკოლის დირექტორის მოადგილესთან- გამოვლენილი
პრობლემების
გაცნობისა და პრობლემურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის
მოპოვების მიზნით.
კვლევის დროს განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
·
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
·
შედეგების ანალიზი და დასკვნების გამოტანა;
·
რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნების საკოლო საზოგადოებისთვის
გაცნობა.
კვლევის
გეგმა გავწერეთ ოთხ თვეზე მეტი ხნით.
მოვუყარეთ თავი შემდეგი სახის ინფორმაციას:
·
როგორი ჩართულობა და შეფასებები
ჰქონდათ წინა წელს მოსწავლეებს სასწავლო პროცესში;
·
იყო თუ არა უკეთესი შედეგები
მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობის მერე;
გვქონდა ფოკუსირებული დაკვირვება კლასის მოსწავლეებზე, მათ მშობლებსა და კლასში
შემსვლელი მასწავლებლების პრაქტიკაზე. დაკვირვებამ გვიჩვენა, თუ რა მიმართულებით იყო
განსახორციელებელი სამუშაოები, კერძოდ:
ანალიზის
შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø სკოლის მოსწავლეების სწავლების ხარისხის ამაღლებას აფერხებს მრავალფეროვანი აქტივობების
კერძოდ, საჭიროებისამებრ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ვიზიტების ნაკლებობა და მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა სასწავლო პროცესში;
Ø მასწავლებლებსა და მშობლებს
შორის თანამშრომლობის აუცილებლობა;
Ø მასწავლებელების
თანამშრომლობის ნაკლებობა;
Ø მოსწავლეთა ინტერესების, მიდგომების შესწავლა;
მოსწავლეებს აკლიათ სოციალიზაცია:
Ø მშობელთა დამოკიდებულების შესწავლა საგანმათლებლო
დაწესებულებებზე ვიზიტების აუცილებლობის შესახებ საგნის ფორმალური განათლების პარალელურად;
ინტერვენციები:
1.ინტერვენცია-სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან.
მიზანი:სწავლა-სწავლების არაფორმალური განათლების მეთოდებისა
გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებზე მუშაობა.
2.ინტერვენცია-საინფორმაციო
შეხვედრა მშობლებთან
მიზანი: მშობლის
ინფორმირება სწავლების ხარისხის ამაღლების ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ვიზიტების მნიშვნელობაზე.
3.ინტერვენცია- სასწავლო პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
პოპულარიზაცია’’; მიზანი:
გამოვუმუშაოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თავისებურებათა გაცნობიერება და
კედლის მხატვრობაზე , არქიტექტურაზე დაკვირვების უნარი;
ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარები; ძეგლების პოპულარიზაცია;
4.ინტერვენცია - გასვლითი
ღონისძიება ბიბლიოთეკაში .
მიზანი: მოსწავლეებს პატარაობიდანვე დავანახოთ ბიბლიოთეკის
როლი და ფუნქცია.
5.ინტერვენცია - შევქმენით ბუკლეტები სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობის და მათი პოპულარიზაციის გასაცნობად;
6.ინტერვენცია- შევქმენით წარმოსახვითი ორგანიზაციების ემბლემები;
7 ინტერვენცია- ვესტუმრეთ ამერიკის კუთხეს, სადაც მოსწავლეები უფრო აქტიურად იყვნენ და თამაშის პროცესში ინგლისურად შეუზღუდავად მეტყველებდნენ;
8.ინტერვენცია- ვიზიტი პროფესიულ კოლეჯში,რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა სხვადასხვა პროფესიების პოპულარიზაციის გზით.
9.ინტერვენცია-ვიზიტი თიხის სახელოსნო ,,კერა’’-ში, სადაც საგნის საჭიროებიდან გამომდინარე გაეცნენ თიხას და თიხაზე მუშაობის პროცესს, დეკორაციებით გაფორმებას და თვითონაც შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები ,,სწავლა კეთებით’’.
მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმდა ხელშეკრულება საგნის მასწავლებელსა და სახელოსნოს დირექტორს შორის. მოსწავლეები საჭიროებისამებრ დაესწრებიან მასტერკლასს.
10. ინტერვენცია- ვიზიტი მუზეუმში, რომლის მიზანიც იყო მუზეუმის გაცნობა
და მისი მნიშვნელობა.
11.ინტერვენცია- ვიზიტი ხალიჩის მქსოველ ქალბატონთან კოლეჯში ეროვნული
მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით.
ინტერვენციების შეფასება:
აღნიშნული ინტერვენციების შეფასება უფლებას მაძლევს აღვნიშნო,
რომ კვლევა ეფექტიანი იყო.
ინტერვენციების განხორციელების დროს საუკეთესოდ წარმოჩინდა მოსწავლეთა ჩართულობა და
მოტივაციის
მნიშვნელოვანი ზრდა. სწორად შერჩეული მეთოდოლოგია,
-ვიზიტები საგანმათლებლო დაწესებულებებში- დაგვეხმარა მოტივაციის და სწავლის ხარისხის
ამაღლებაში, მშობლებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით,
მათ დადებითი შეფასება მისცეს არაფორმალური განათლების ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობას
-ვიზიტებს საგანმანათლებლო დაწესულებებში. რამაც ასევე გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი
სასკოლო ცხოვრების მიმართ. სხვა საგნის მასწავლებლებმაც გამოიყენეს ეს მეთოდი, კერძოდ, ბუნების მასწავლებელმა წაიყვანა
მოსწავლეები ,,გარდენია’’-ში , სადაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ბავშვებმა, დაინტერესდნენ
სხვადასხვა მცენარეების გაცნობით, ასევე უნივერსიტეტებში და მუზეუმებში სხვადასხვა აქტივობების გასაცნობად თეორიული მასალის
პარალელურად.
რეკომენდაციები:
კვლევის საფუძველზე გაიცა
რეკომენდაციები კოლეგებისთვის:
Ø ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობა;
Ø მოსწავლეთა ჩართვა არაფორმალურ აქტივობებში, კერძოდ
გასვლა და ვიზიტები მიზნობრივად სხვადასხვა საგანმათლებლო ორგანიზაციებში;
Ø ამ აქტივობების დამკვიდრება;
Ø მშობლებთან მეტი კომუნიკაცია;
Ø სკოლაში არაფორმალური განათლების შემსწავლელი ჯგუფის ჩამოყალიბება/დანერგვა,
სადაც ჩატარდება საუბრები არაფორმალური განათლების დანიშნულებაზე და მოხდება სპეციალური
ლიტერატურის გაცნობა არაფორმალური განათლების
ინტეგრირებისა ფორმალურ განათლებასთან.
დასკვნა:
ჩატარებული ინტერვენციების შედეგად გამოვიტანეთ დასკვნა, რომ
Ø
შეიცვალა მოსწავლეთა
დამოკიდებულებები აღნიშნული საგნების მიმართ,
გაუჩნდათ მეტი ინტერესი;
Ø
ამაღლდა მოტივაცია სხვადასხვა საგნების მასწავლებლის და მშობლების მიმართ ვიზიტებთან დაკავშირებით, მოიკლო ერთფეროვანმა
სწავლებამ მხოლოდ საკლასო ოთახში;
Ø
მოიმატა მოსწავლეთა ჩართულობამ და გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი;
Ø
მასწავლებელებისათვის
აღნიშნული აქტივობა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო პროფესიული განვითარებისათვის.
კვლევის რეფლექსია
სსიპ თელავის მე-2 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის
მ. ბერიშვილის და ინგლისურის მასწავლებლის თ. მათურელის მიერ განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საჭიროების კვლევა ,,სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ვიზიტი
სწავლის ხარისხის ასამაღლებლად’’.
კვლევა მიმდინარეობდა 2024 წლის 20 იანვრიდად 5 ივნისამდე.
კვლევის მიზანი იყო ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება
არაფორმალური განათლების აქტივობის- სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ვიზიტების-
გამოყენებით, საგანმანათლებლო ცვლილების განხორციელება და სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესება.
კვლევის დასრულების შემდეგ კვლევის საფუძველზე მოვამზადეთ
პრეზენტაცია და განვახორციელეთ პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირება შიდა სასკოლო
კონფერენციაზე გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მიღებული შედეგები გავუზიარეთ ყველა დაინტერესებულ კოლეგას.
მათ გამოიჩინეს დიდი ინტერესი და აღნიშნეს,
რომ საკვლევი პრობლემა მართლაც აქტუალური იყო.
კვლევის მსვლელობისას აქტიურად ვთანამშრომლობდით მასწავლებლებთან,
ინტერვენციების ეტაპზე ვაძლევდით შესაბამის უკუკავშირებს.
სკოლის საჭიროებების განხორციელებული კვლევიდან გამომდინარე
, შეიძლება დავასკვნათ, რომ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შერჩეული საკითხი აქტუალურია სკოლისთვის.
იგრძნობოდა დაინტერესება პედაგოგების მხრიდან,
ვინაიდან მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა, არაფორმალური განათლების აქტივობების იშვიათი გამოყენება, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება
და
სწავლის ხარისხის ამაღლება ყველა მასწავლებლის
პრობლემაა.
ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები გრძელვადიანია,
გავაგრძელებთ მათ განხორციელებას, შეიქმნება არაფორმალური განათლების შემსწავლელი ჯგუფი,
სადაც ყველა დაინტერესებული მასწავლებელი ჩაერთვება და მომავალ წელსაც დავნერგავთ მსგავს
აქტივობებს, გავითვალისწინებთ ესგ-ს შედეგებს.
კვლევის წარდგენის დროს კოლეგების უკუკავშირი იყო პოზიტიური, სადაც აღინიშნა:
1.
ინტერვენციების ეფექტურობა;
2.
საკვლევი საკითხის აქტუალობა;
3.
ესგ-ს მოთხოვნების გათვალისწინება;
4.
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მოსწავლეთა დაინტერესება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ საჭირო კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება ყველა მასწავლებელს
შეუძლია და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელია. გასათვალისწინებელია არაფორმალური
აქტივობის - ვიზიტების - როლი სასკოლო
ცხოვრებაში, რომ მათი ინტეგრირება სასიკეთოდ
აისახება მოსწავლის განვითარებაზე.
ვიმედოვნებთ, რომ სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი
აუცილებლად მიგვიყვანს შედეგებამდე და დადებით გავლენას მოახდენს სასკოლო ცხოვრებაზე.